კალათბურთი

10:24 | 10.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

სანაძე თავის გუნდში საუკეთესო იყო, თუმცა ესპეროსი სტუმრად დამარცხდა

დუდა სანაძის “ესპეროსმა”, რომელიც საბერძნეთის მე-2 ლიგაში ასპარეზობს, პრინციპული მატჩი წააგო. ესპეროსელები სტუმრად შეხვდნენ ლიგის აუტსაიდერ “ნიარ ისტს” და 61:87 წააგეს.

ქართველი ლეგიონერი ესპეროსელთა ერთადერთი ნათელი წერტილი იყო. სანაძე გახლდათ ერთადერთი, რომელიც 10-ქულიან ზღვარს ასცდა. მან სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 30 წუთი გაატარა, რა დროშიც 16 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. მან 7-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. სანაძის შემდეგ ესპეროსში 8-8 ქულა ჰქონდათ ანდრეა ცუმანისს და გეორგიოს გარეზოსს.

6 მოგებითა და 15 მარცხით ესპეროსი 16-გუნდიან ელიტ ლიგაში მე-14 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 15 თებერვალს, ესპეროსი ირაკლისს უმასპინძლებს.

0.120221