კვიპროსის ჩემპიონატის 22-ე ტურში „პარალიმნიმ“ „ნეა სალამისი“ 2:0 დაამარცხა, ერთი გოლი კი, ზურაბ მუსელიანმა გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც ბოლო წუთებზე შეცვალეს, 39-ე წუთზე ანგარიში პენალტით გახსნა. მან „პარალიმნიში“ სადებიუტო გოლი გაიტანა.
„პარალიმნი“, რომელმაც ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, კვიპროსის ჩემპიონატში 18 ქულით მე-12 ადგილზეა და მომდევნო ტურში 14 თებერვალს, ლარნაკას „აეკს“ ესტუმრება.