ინგლისის ასოციაციის თასის 1/64-ფინალში დიდი სენსაცია დაფიქსირდა: „ლივერპული“ ჩემპიონშიფის ბოლო ადგილოსან „პლიმუთთან“ დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
53-ე წუთზე რაიან ჰერდიმ გაიტანა ერთადერთი გოლი, რამაც „პლიმუთს“ ისტორიული გამარჯვება მოაპოვებინა.
ამრიგად, „ლივერპული“, რომელიც პრემიერლიგას დამაჯერებლად ლიდერობს, ჩემპიონთა ლიგის ფაზაც პირველ ადგილზე დაასრულა, ინგლისის ლიგის თასის ფინალშიც გასულია, ასოციაციის თასს ძალიან მოულოდნელად გამოეთიშა.