საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რეიტინგში დაწინაურდა და მე-11 ადგილზე აღზევდა.
რაც ყველაზე გამოსარჩევია, ისტორიაში პირველად, „ბორჯღალოსნები“ რეიტინგში უელსის ნაკრებს უსწრებენ.
საქართველო ჩამორჩება ფიჯის (მე-9 ადგილი) და იტალიას (10), მაგრამ უელსს (12) და იაპონიას (13) უსწრებს. საქართველოს 73.85 სარეიტინგო ქულა აქვს, ხოლო უელსს - 73.75. სხვაობა მცირეა, მაგრამ მაინც ისტორიული შედეგია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე თამაშის უფლება ზედიზედ მეშვიდედ მოიპოვა, მას შემდეგ, რაც რაგბი ევროპის გათამაშებაში შვეიცარია და ნიდერლანდები მარტივად დაამარცხა.