ფეხბურთი

20:45 | 9.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გულიაშვილის დუბლი ბოსნიის თასზე (+VIDEO)

ბოსნიის თასზე გიორგი გულიაშვილმა დუბლი შეასრულა, ხოლო „სარაევო“ მეოთხედფინალში გავიდა.

ქართველი ფეხბურთელის გუნდმა მერვედფინალში „სლოგა დობოიო“ 3:1 დაამარცხა, რაშიც ყველაზე დიდი წვლილი გულიაშვილმა შეიტანა. მან 27-ე და 55-ე წუთებზე დალაშქრა მეტოქის კარი და თავის გუნდს მოაგებინა. აღსანიშნავია, რომ გიორგი გუნდს კაპიტნობდა.

გიორგი გულიაშვილს 15 გოლი აქვს ამ სეზონში გატანილი, 12 ჩემპიონატში, 2 თასზე და 1 კონფერენს ლიგაზე.

0.137305