ფეხბურთი

18:56 | 9.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გაგუას გოლი ხორვატიის ჩემპიონატში (VIDEO)

ხორვატიის ჩემპიონატის 21-ე ტურში „ისტრამ“ სტუმრად „რიეკა“ გიორგი გაგუას გოლით დაამარცხა.

ქართველმა ფორვარდმა მეტოქის კარი 38-ე წუთზე ვარდნაში ახლო მანძილიდან დალაშქრა და მატჩის ბედი გადაწყვიტა. 23 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.

„ისტრა“ ხორვატიის ჩემპიონატში 23 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო ტურში 15 თებერვალს, სპლიტის „ჰაიდუკს“ უმასპინძლებს.

0.151231