„ნიუკალს იუნაიტედის“ და იტალიის ნაკრების ნახევარმცველის, სანდრო ტონალის აგენტმა ჯუზეპე რიზომ განაცხადა, რომ მისი კლიენტის იტალიაში დაბრუნება რთულად წარმოსადგენია.
ტონალის ბოლო დროს „იუვენტუსს“ უკავშირებენ, მაგრამ რიზოს თქმით, სანდროს კარიერა იტალიის ფარგლებს მიღმა წარმოუდგენია.
„ტონალი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია, მას ისეთი ფასი აქვს, იტალიურ კლუბებს გაუჭირდებათ მისი გადახდა. ასე რომ, მისი კარიერა სერია A-დან შორს წარმომიდგენია“, - თქვა რიზომ.
შეგახსენებთ, რომ სანდრო ტონალი „ნიუკასლში“ 2023 წლიდან თამაშობს და 40 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი. იტალიელი მანამდე სამშობლოში, „ბრეშას“ და „მილანის“ ღირსებას იცავდა.