ქართველი მებრძოლის ალექსანდრე თოფურიას დებიუტი UFC-ში წარმატებით შედგა, მან ავსტრალიელი მებრძოლი კოლბი თიქნესი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და კარიერაში მორიგი გამარჯვება ჩაიწერა.
ბრძოლა სამ რაუნდს გაგრძელდა და მსაჯების გადაწყვეტილებით ალექსანდრემ ყველა რაუნდში იმარჯვა. გეტყვით, რომ ქართველმა აქამდე დაუმარცხებელი თიქნესის დამარცხება შეძლო და მის გრაფაში 0-ი შეცვალა.
ბრძოლის შემდეგ თოფურიამ შემდეგი სიტყვები თქვა:
"ყველა სცენარისთვის მზად ვიყავი ამისთვის თავდაუზოგავად ვემზადებოდი. ეს MMA-ია, სადაც ყველაფერი ერთმა დარტყმამ შეიძლება გადაწყვიტოს, ამიტომ ხანდახან დარტყმებს ვიყენებდი, ხანდახან ჭიდაობას. ნოკაუტით მოგება? ხანდახან ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. კოლბი ამბობდა, რომ ღრმა წყლებში გამიშვებდა, მაგრამ შეხედეთ ვინ არის ახლა ღრმა წყალში" - განაცხადა ალექსანდრემ.
შეგახსენებთ, რომ თოფურიას MMA-ში სულ 7 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 6-ჯერ მოიგო, ხოლო ერთხელ დამარცხდა.