„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სერჟიო კონსეისაომ „ემპოლისთან“ მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„მილანი“ 55-ე წუთზე ფიკაიო ტომორის გაძევების რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. თუმცა 10 წუთში უკვე „ემპოლისაც“ გაუძევეს ფეხბურთელი, ხოლო შემდეგ „როსონერიმ“ რაფაელ ლეაუს და სანტიაგო ხიმენესის გოლებით მოიგო (2:0).
„ტომორის გაძევების შემდეგ ვიფიქრე შემტევი ფეხბურთელის გაყვანა და ცენტრალური მცველის თამაშში ჩართვა, მაგრამ არ გავაკეთე: მუსა გადავიყვანე მარჯვენა ფლანგზე, უოკერი ცენტრში დავაყენე პავლოვიჩთან ერთად და ჟოაო ფელიქსი ოდნავ უკან დავხიე. გავრისკე, მაგრამ გამარჯვება მინდოდა. ჩემი აზრით, „მილანის“ მსგავსი კლუბისთვის ფრე ორი ქულის დაკარგვას ნიშნავს და არა ერთი ქულის მოპოვებას“, - თქვა კონსეისაომ.
შეგახსენებთ, რომ „მილანს“ სერია A-ში 38 ქულა აქვს მოპოვებული.