2:04 | 9.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

„რეალი“ კვლავ ლიდერია. მადრიდულმა დერბიმ გამარჯვებული ვერ გამოავლინა

დასრულდა ესპანეთის ლა ლიგის 23-ე ტურის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს მადრიდის „რეალი“ და „ატლეტიკო“ გადახურულ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ - 1:1 დამთავრდა.

35-ე წუთზე „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა ხულიან ალვარესმა ანგარიში პენალტით გახსნა. მადრიდის „რეალის" საპასუხო გოლი 50-ე წუთზე კილიან მბაპემ გაიტანა - 1:1.

აღსანიშნავია, რომ მატჩი ძალიან კარგი საცქერი გამოდგა. განსაკუთრებით მეორე ტაიმში, როცა „რეალის“ უპირატესობა საცნაური გახდა. თუმცა გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

მადრიდის „რეალი" 23 მატჩის შემდეგ 50 ქულით კვლავ ლიდერობს. ამდენივე შეხვედრის შემდეგ, „ატლეტიკო“ 49 ქულით მეორე ადგილზეა.

0.112902