ესპანეთის ლიგა ენდესას მე-20 ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ სტუმრად „მურსია“ დრამატულ ბრძოლაში, 78:77 დაამარცხა.
მატჩის დასრულებამდე წამით ადრე ჩააგდეს სტუმრებმა გადამწყვეტი სროლა, რითაც თამაში მოიგეს.
შერმადინმა 18 წუთში 8 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ასე რომ, 100%-იანი სიზუსტით ისროლა.
„ტენერიფე“ ლიგა ენდესაში 15 მოგებით და 5 წაგებით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, პირველ მარტს, „ჟოვენტუტ ბადალონას“ უმასპინძლებს.