დამთავრდა გერმანიის ბუნდესლიგის 21-ე ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიანი მატჩი, რომელშიც ერთმანეთს მიონხენგლადბახის „ბორუსია“ და ფრანკფურტის „აინტრახტი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ანგარიშით 1:1 დასრულდა
ანგარიში 26-ე წუთზე „ბორუსიის" თავდამსხმელმა ტიმ კლაინდინსტმა გახსნა. 31-ე წუთზე კი სტუმარმა უგო ეკიტიკემ გაათანაბრა.
21 მატჩის შემდეგ „ბორუსია“ ბუნდესლიგის ცხრილში 31 ქულით მე-8 ადგილზეა. ამდენივე მატჩიდან 39 ქულით მესამე პოზიციაზეა ფრანკფურტის „აინტრახტი.“
ლიდერი 54- ქულიანი „ბაიერნია.“