ფეხბურთი

23:37 | 8.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

გოგლიჩიძის „ემპოლი“ „მილანთან“ დამარცხდა

ძალიან დაძაბული გამოდგა იტალიური სერია A-ს 24-ე ტურის მატჩი „ემპოლისა“ და „მილანს“ შორის, რომელიც სტუმარმა ლომბარდიელებმა 2:0 მოიგეს.

გუნდებმა შეხვედრა კაცნაკლულებმა ჩაამთავრეს. 55-ე წუთზე მსაჯმა მილანელ ფიკაიო ტომორის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მინდვრიდან დაითხოვა. 65-ზე კი მასპინძელ ლუკა მარიანუჩის არასპორტული საქციელისთვის პირდაპირი წითელი ბარათი აუფრიალა.

გამარჯვებულთაგან გოლები შეცვლაზე შესულებმა რაფა ლეაუმ (68-ე წუთი) და სანტიაგო ხიმენესმა (76) გაიტანეს.

„ემპოლის“ ქართველი საბა გოგლიჩიძე თამაშში 28-ე წუთიდან ჩაერთო დაშავებული მატია ვიტის ნაცვლად.

24 მატჩის შემდეგ „ემპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 21 ქულით მე-17 ადგილზეა. „მილანი“ მსგავსი რაოდენობის შეხვედრების შემდეგ - 38 ქულით მეშვიდეზე. ლიდერი 54-ქულიანი „ნაპოლია.“

0.145085