ფეხბურთი

22:22 | 8.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ძოწენიძის გოლი სლოვაკეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში „მიხალოვცეს“ მცველმა თორნიკე ძოწენიძემ გოლი გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა თავი „პოდბრეჟოვას“ წინააღმდეგ გამოიჩინა. მან გოლი 37-ე წუთზე გაიტანა და იმ დროისთვის ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ, მატჩი 2:2 დასრულდა.

25 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მე-14 მატჩში პირველი გოლის გატანა შეძლო.

„მიხაილოვცე“ სლოვაკეთის ჩემპიონატში 19 ტურის შემდეგ 23 ქულით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 15 თებერვალს, ბრატისლავის „სლოვანს“ ესტუმრება.

0.132252