ესპანეთის ლა ლიგის 23-ე ტურის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ბილბაოს „ატლეტიკი“ და „ჟირონა“ დაუპირისპირდნენ, ბასკური კლუბის გამარჯვებით - 3:0 დასრულდა.
სამივე ბურთი ოაინ სანსეტმა გაიტანა (ერთი პენალტით).
23 მატჩის შემდეგ „ატლეტიკი“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 44 ქულით მეოთხე ადგილზეა. „ჟირონა“ მსგავსი რაოდენობის შეხვედრების შემდეგ 31 ქულით მეშვიდეზე.
ცხრილს 49 ქულით მადრიდის „რეალი“ ლიდერობს.