ფეხბურთი

21:09 | 8.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა: „ბაიერი“ „ბაიერნს“ 8 ქულით ჩამორჩა

დღეს, 8 თებერვალს, გერმანიის ბუნდესლიგის 21-ე ტურის 6 მატჩი იმარება. ხუთი უკვე დასრულდა. დორტმუნდის „ბორუსიამ“ „შტუტგარტს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

50-ე წუთზე „ბორუსიას“ მცველმა ვალდემარ ანტონმა ბურთი საკუთარ კარში შეაგდო. 62-ე წუთზე „შტუტგარტის მცველმა ჯეფ შაბომ მეორე გაიტანა.

81-ზე კი მასპინძლების ნახევარმცველმა იულიან ბრანდტმა ერთი საპასუხო გოლი მიითვალა.

მოქმედმა ჩემპიონმა, ლევერკუზენის „ბაიერმა“ კი სტუმრად „ვოლფბურგს“ ვერაფერი მოუხერხა (0:0) და ლიდერ „ბაიერნს“ (რომელმაც წინა დღეს „ვერდერს 3:0 მოუგო) უკვე 8 ქულით ჩამორჩა.

21 მატჩის შემდეგ „ბორუსია“ ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა და 29 ქულა აქვს. „შტუტგარტმა“ მსგავსი რაოდენობის თამაშების შემდეგ 35 ქულა მოაგროვა და მეოთხე ადგილზე აინაცვლა. ჩემპიონატს კი, როგორც ვთქვით, 54 ქულით მიუნხენის „ბაიერნი“ ლიდერობს.

გერმანია. ბუნდესლიგა. 21-ე ტური. 8 თებერვალი: დორტმუნდი - შტუტგარტი 1:2, ჰოფენჰაიმი - უნიონ ბერლინი 0:4, ფრაიბურგი - ჰაიდენჰაიმი 1:0, ვოლფსბურგი - ბაიერი 0:0, მაინცი- აუგსბურგი 0:0, გლადბახი - აინტრახტი მოგვიანებით გაიმართება

0.117614