პრაღაში, ხმლით მოფარიკავეებს შორის მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირი ჩატარდა, სადაც ქართველმა სპორტსმენმა გიორგი ურუშაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ჯგუფში 5-დან 5 მოგებული ბრძოლის შემდეგ, უპირატესობით T128 გამოტოვა და პირდაპირ T64-ში შევიდა. გიორგიმ კიდევ 4 ბრძოლა მოიგო. მეოთხედფინალში ქართველმა პოლონელ მეტოქეს დიდი ანგარიშით, 15:5 სძლია და ნახევარფინალში გადავიდა. თუმცა, თურქ სპორტსმენთან ბრძოლა 15:10 დათმო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ტურნირში, 150 სპორტსმენი მონაწილეობდა.