ფეხბურთი

20:42 | 8.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანტონის სადებიუტო გოლმა „ბეტისს“ „სელტასთან“ ვერ უშველა

ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტურის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „სელტა“ და „ბეტისი“ შეხვდნენ, მასპინძლებმა ანგარიშით 3:2 მოიგეს.

მატჩში ანგარიში მე-10 წუთზე „ბეტისის“ ექს-მანჩესტერემა ახალწვეულმა ანტონიმ გახსნა. 22-ე წუთზე დიეგო ლიორენტემ სტუმრების უპირატესობა გააორმაგა. მაგრამ მასპინძლები სხვაგვარად ფიქრობდნენ. ფრან ბელტრანმა 63-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითა. 65-ზე კი ხავი როდრიგესმა გაათანაბრა. გამარჯვების გოლი 87-ე წუთზე უილოტ სვედბერგმა შეაგდო.

23 მატჩის შემდეგ „სელტა“ ესპანეთის ჩემპიონატში 28 ქულით მე-12 ადგილზეა. „ბეტისი“ ამდენივე მატჩში 29 ქულით მეათეზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.076136