ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ ბუნდესლიგაში ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა და ისევ უმძიმეს მდგომარეობაშია.
ფრანკ შმიდტის გუნდი 21-ე წუთზე სტუმრად „ფრაიბურგთან“ ვერაფერს გახდა. ყველაფერი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც პირველ ტაიმში ვინჩენცო გრიფომ გაიტანა.
ზივზივაძეს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ექვსი მატჩი აქვს ჩატარებული, გოლი არ გაუტანია და ერთი საგოლე პასი მიითვალა.
„ჰაიდენჰაიმი“ ბუნდესლიგაში 21 მატჩში მოპოვებული 14 ქულუთ პლეი-აუტის ზონაში, მე-16 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 16 თებერვალს, „მაინცს“ უმასპინძლებს.