დასრულდა იტალიის სერია A-ს 24-ე ტურის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „ვერონა“ და „ატალანტა“ დაუპირისპირდნენ. სტუმრებმა 0:5 გაიმარჯვეს.
„ატალანტას“ თავდამსხმელმა მატეო რეტეგიმ ოთხი ბურთი გაიტანა და პოკერი შეასრულა, ერთიც ნახევარმცველმა ედერსონმა დაამატა..
24 მატჩის შემდეგ, „ვერონა“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 23 ქულით მე-14 ადგილზეა. 50-ქულიანი „ატალანტა“ ანალოგიური თამაშების შემდეგ - მესამეზე.
იტალიის ჩემპიონატს 54 ქულით „ნაპოლი“ ლიდერობს.