ფეხბურთი

18:50 | 8.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდი" მოგებასთან ახლოს იყო, ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა

ინგლისის ჩემპიონშიფის 31-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდი" სტუმრად პრემიერლიგის საგზურისთვის მებრძოლ "სანდერლენდს" ესტუმრა და ფრედ 2:2 ითამაშა.

ზედიზედ 3 წაგებული მატჩის შემდეგ "უოტფორდი" მოგებასთან ახლოს იყო, თუმცა მატჩის 89-ე წუთზე გაუშვა და მხოლოდ ფრეს დასჯერდა.

გიორგი ჩაკვეტაძემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა, ქართველს კარგი შეხვედრა ჰქონდა და sofascore-მა 7.1 შეფასება დაუწერა.

"უოტფორდს" 31 ტურის შემდეგ 42 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-10 ადგილს იკავებს. შემდეგ მატჩს გიორგის გუნდი საკუთარ მოედანზე "ლიდსის" წინააღმდეგ 11 თებერვალს გამართავს.

0.112809