ფეხბურთი

18:00 | 8.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სიტიმ" მესამე დივიზიონის გუნდთან გაჭირვებით მოიგო

„მანჩესტერ სიტიმ“ ინგლისის ასოციაციის თასის 1/16 ფინალში ქვედალიგელი „ლეიტონ ორიენტი“ სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

შტეფან ორტეგას ავტოგოლით „სიტიმ“ პირველი ტაიმი წააგო, მაგრამ მეორე ტაიმში სიტუაცია გამოასწრობა. ისე კი, ორტეგას ავტოგოლი ოქმში კი გაფორმდა, მაგრამ "ლეიტონის" ფეხბურთელმა ჯეიმი დონლიმ მოედნის ცენტრიდან დაარტყა, ბურთი ხარიხას და შემდეგ ორტეგას ზურგში მოხდა - დიდებული გოლი იყო.

მეორე ტაიმში წონასწორობა უზბეკმა მცველმა აბდუკოდირ ხუსანოვმა აღადგინა, რომელმაც სადებიუტო გოლი შეაგდო "სიტიში", ხოლო მატჩის დასრულებამდე 11 წუთით ადრე კევინ დე ბრუინმა გამარჯვების გოლი გაიტანა და „სიტი“ მერვედფინალში გაიყვანა.

თუმცა, ინგლისის რანგით მესამე დივიზიონის გუნდთან ასეთი მძიმე მოგება პეპ გვარდიოლას გუნდზე დადებითად ნამდვილად არ მეტყველებს.

0.123698