თურქეთის პირველი ლიგის 23-ე ტურის მატჩში გურამ გიორბელიძის "ერზრუმსპორი" სტუმრად "მალათიასპორს დაუპირისპირდა და მეტოქე 7:0 გაანადგურა.
მასპინძელტა განადგურებას საფუძველი სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა ჩაუყარა. გიორბელიძემ შეხვედრის პირველ წუთზე მოახერხა თავური დარტყმით ანგარიშის გახსნა.
"ერზრუმსპორი" 23 ტურის შემდეგ თურქეთის პირველ ლიგაში მე-2 ადგილს იკავებს და უმაღლეს დივიზიონში გადმოსასვლელად იბრძვის.
გუირამ გიორბელიძეს თურქული კლუბის მაისურით 18 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 2 გატანილი გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.