ფეხბურთი

15:16 | 8.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვინისუსმა მადრიდის "რეალის" პირველი შეთავაზება ახალ კონტრაქტზე დაბლოკა

მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ მუშაობა დაიწყო ვინისუს ჟუნიორთან ახალ კონტრაქტზე და მხარეებს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა, თუმცა ბრაზილიელის აგენტმა პირველი შეთავაზება დაბლოკა.

აღნიშნულ ინფორმაციას The Athletic-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით ვინისუს და მის აგენტს სამეფო კლუბის შეთავაზებული ხელფასი არ მოეწონათ.

გეტყვით, რომ საუდის არაბეთის კლუბები ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ბრაზილიელის შეძენა სურთ. როგორც ირკვევა, "ალ-აჰლი" მზადაა ვინისიუს ხელფასის სახით რეკორდული თანხა გადაუხადონ, საუბარია 1 მილიარდ ევროზე.

ვინისიუს ჟუნიორი მადირიდს "რეალის" ღირსებას 2018 წლიდან იცავს და მადრიდელებთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულში ეწურება.

0.114143