ქართველმა მებრძოლმა ოთარ თანზილოვმა დალასში გამართულ FuryFc101-ზე მორიგი ბრძოლა გამართა, ქართველმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მექსიკელი გილერმო ტორესი დაამარცხა.
Dana White's Contender Series-ზე მარცხის შემდეგ, ოთარისთვის ეს პირველი გამარჯვება იყო, კარიერაში მას 10 გამარჯვება და 1 მარცხი აქვს.
შესაძლებელია ქართველ მებრძოლს აღნიშნულმა გამარჯვებამ UFC-ის საგზური მოუტანოს. MMA-ს ექსპერტები ბრძოლამდე სწორედ ამ ყველაფერზე საუბრობდნენ.