საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ „მონაკო“ (4:1) გაანადგურა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ ფრანგულ კარიერაში სადებიუტო გოლი გაიტანა.
მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე "მონაკოს" მთავარმა მწვრთნელმა ადი ჰუტერმა კომენტარი გააკეთა, სადაც ხაზი კვარაცხელიას გოლს გაუსვა. მისი თქმით, ქართველის გოლმა ყველაფერი გადაწყვიტა.
"კარგი თამაში ჩავატარეთ და გულდასაწყვეტია, როცა ასეთი ანგარიშით აგებ. პირველი ტაიმში კარგი მომენტები გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. მეორე ნახევარი გაცილებით კარგად ჩაატარეს მასპინძლებმა. შეიძლება ითქვას, რომ კვარაცხელიას გოლმა ყველაფერი გადაწყვიტა, რადგან მალევე მესამე გოლიც გავუშვით. პსჟ-ს ძალიან ძლიერი შემტევები ჰყავს." - განაცხადა "მონაკოს" მწვრთნელმა.
„პარი სენ-ჟერმენი“ 21 ტურის შემდეგ ლიგა 1-ში 53 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევარ „მარსელს“ 13 ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი, 15 თებერვალს, „ტულუზს“ უმასპინძლებს, თუმცა მანამდე 11 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალში „ბრესტს“ დაუპირისპირდება.