იტალიის სერია A-ს 24-ე ტურში „იუვენტუსი“ „კომოს“ ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
შეხვედრაში გამარჯვებას თუ ვინმე იმსახურებდა, ეს ნამდვილად „კომო“ იყო, რომელმაც აჯობა მეტოქეს და რომ არა, ტურინელთა მეკარე მიკელე დი გრეგორიო, „იუვე“ ნამდვილად ვერ მოიგებდა.
ტურინელთა გამარჯვების კიდევ ერთი მიზეზი რანდალ კოლო მუანია. ფრანგმა ფორვარდმა ისევ დუბლი შეასრულა. მან 34-ე წუთზე დიდებული გოლით გახსნა ანგარიში, რასაც მასპინძლებმა ტაიმის მიწურულს უპასუხეს და გაათანაბრეს. „ბებერმა ქალბატონმა“ 89-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო, რომელიც კოლო მუანიმ პენალტით გაიტანა.
რანდა კოლო მუანიმ „იუვენტუსში“ აქამდე ჩატარებულ სამივე მატჩში გაიტანა, სულ 5 გოლი! ის 1994-1995 წლების სეზონიდან მოყოლებული „იუვეს“ ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც საწყის სამ შეხვედრაში მოედანი უგოლოდ არ დატოვა.
„იუვენტუსო“ 43 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში 16 თებერვალს, „ინტერს“ უმასპინძლებს, ხოლო „კომო“ 22 ქულით მე-15 პოზიციაზეა და „ფიორენტინას“ ესტუმრება.