საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში „ალ-ნასრმა“ „ალ-ფეიჰა“ 3:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ამ შეხვედრაში დუბლით გამოირჩა ჯონ დურანი, რომელსაც დებიუტი ჰქონდა. კოლუმბიელი არაბულმა კლუბმა რამდენიმე დღის წინ „ალ-ნასრიდან“ 80 მილიონ ევროდ შეიძინა.
დურანის დუბლის შემდეგ გოლი კრიშტიანუ რონალდუმაც გაიტანა, კარიერაში 924-ე! კრიშტიანუ 1000 გოლისკენ საკმაოდ სწრაფად მიიწევს.
„ალ-ნასრი“ 41 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ „ალ-იტიჰადს“ 8 ქულით ჩამორჩება.