„ემპოლის“ სპორტულმა დირექტორმა რობერტო ჯემიმ ზამთრის სატრანსფერო ბაზარი შეაფასა, სადაც მან საბა გოგლიჩიძის ჩაშლილ ტრანსფერზეც გააკეთა კომენტარი.
ჯემიმ უფრო კონკრეტულად გოგლიჩიძის და იაკოპო ფაცინის შესახებ ისაუბრა, რომელიც თავის მხრივ „ლაციოში“ გადადიოდა, მაგრამ გარიგება არ შედგა.
„მოლაპარაკებები ჩაიშალა, რადგან მხარეებთან შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ერთ შემთხვევაში იყო ფეხბურთელის შენარჩუნების სურვილი, მეორე შემთხვევაში კი, საჭირო შეთანხმებას ვერ მოვაღწიეთ. შევაფასეთ შეთავაზებები, რომლებიც ძალიან კარგი იყო, მაგრამ საბოლოოდ, ფორმულაზე, გადახდის მეთოდებსა თუ სხვა ფინანსურ ასპექტზე შეთანხმება არ შედგა“, - თქვა ჯემიმ.
შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძე ერთ ნაბიჯში იყო „რომაში“ გადასვლასთან, თუმცა, ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა. „ჯალოროსი“ მზად იყო ის 10 მილიონ ევროდ დაემატებინა. მიმდინარე სეზონში 20 წლის ქართველმა მცველმა სერია A-ში 20 მატჩი ჩაატარა.