„პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის განაცხადი განაახლა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია დაამატეს.
ფაზის ეტაპის დასრულების შემდეგ თითოეულ გუნდს 3 ფეხბურთელის შეცვლა შეეძლო განაცხადში, პსჟ-მ კი, ეს უფლება გამოიყენა და ამრიგად, ქართველი ფეხბურთელი გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე მიმდინარე სეზონში დაეხმარება.
„პარი სენ-ჟერმენი“ 1/16-ფინალში „ბრესტს“ დაუპირისპირდება, რომელსაც 11-19 თებერვალს გაეჯიბრება, ხოლო ორი მატჩის ჯამში გამარჯვების შემთხვევაში მერვედფინალში გავა, სადაც „ბარსელონას“ ან „ლივერპულს“ შეხვდება.