ფეხბურთი

17:20 | 7.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფრანკ შმიდტი: "ზივზივაძეს გოლი სჭირდება და ამის გამო ღელავს"

გერმანიის ბუნდესლიგის 21-ეს ტურში ბუდუ ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" სტუმრად "ფრაიბურგს" დაუპირისპირდება. აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა მატჩის წინა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ბუდუ ზივზივაძეზე ისაუბრა.

"ბუდუ ზივზივაძეს გოლი გატანა სჭირდება და ის ამის გამო ღელავს, ეს ბუნებრივია, რადგან თავდამსხმელია. ჩვენ ის მარტო იმიტომ არ გვიყიდია, რომ გოლები გაიტანოს, მას ბევრი პლიუსები აქვს და თავისი თამაშით გარკვეულ ასპექტებში დახმარება უკვე გაგვიწია. მას გოლის გატანის კარგი შანსები ჰქონდა, როგორც დორტმუნდთან ისე აუგსბურგის წინააღმდეგ.

ბუდუს თამაშში არის რაღაცები, რის გაუმჯობესებაზეც ვმუშაობთ. უნდა ვეცადოთ თავდამსხმელებს მეტი საგოლე მომენტები შევუქმნათ, რასაც შემდეგ გამოყენება სჭირდება. სწორედ ეს იყო დორტმუნდთან მატჩში რაც დაგვაკლდა." - განაცხადა შმიდტმა.

ბუდუ ზივზივაძე "ჰაიდენჰაიმს" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეუერთდა, მან ბუნდესლიგის გათამაშებაში 5 შეხვედრის ჩატარება უკვე მოასწრო და მის ანგარიშზე მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემაა. "ფრაიბურგისა" და "ჰაიდენჰაიმის" მატჩი ხვალ 18:30-ზე გაიმართება.

0.13057