სხვა

14:39 | 7.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრ ვოლკანოვსკი:"ალბათ ილია თოფურიას ვიტყოდი, მაგრამ ეს მომენტი კარგად არ მახსოვს"

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ალექსანდრ ვოლკანოვკიმ ჟურნალისტის კითხვაზე თუ ვისგან მიუღია ყველაზე ძლიერი დარტყმა, სახალისო პასუხი გასცა.

"არ ვიცი, ალბათ ილია თოფურიას დავასახელებდი, მაგრამ ეს მომენტი კარგად არ მახსოვს და რთულია ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა" - განაცხადა ვოლკანოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ 2024 წლის 18 თებერვალს მოახერხა ვოლკანოვსკის დამარცხება და UFC-ის ქამარი დაისაკუთრა.

0.123392