დღეს გვიან ღამით საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურის მატჩი გაიმართება, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას "პარი-სენ ჟერმენი" საკუთარ მოედანზე "მონაკოს" უმასპინძლებს.
აღნიშნულ შეხვედრის სავარაუდო შემადგენლობა დაასახელა Le parisien-მა, სადაც ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში არ იმყოფება. როგორც გამოცემა წერს, ხვიჩას გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე დასვენების საშუალებას მისცემს, რადგან სულ ორიოდე დღის უკან საფრანგეთის თასის შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა.
პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა "მონაკოს" წინააღმდეგ:
დონარუმა, მარკინიოსი, პაჩო, ნუნუ მენდეში, ჰაკიმი, ლი, ვიტინია, ნევეში, ბარკოლა, დემბელე, დუე.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს და "მონაკოს" დაპირისპირება დღეს გვიან ღამით 00:05-ზე აიღებს სტარტს.