ფეხბურთი

11:15 | 7.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის თასზე "პარი-სენ ჟერმენის" მეტოქის ვინაობა ცნობილია

საფრანგეთის თასის მეოთხედფინალის კენჭისყრა გაიმართა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას და "პარი-სენ ჟერმენის" მეტოქის ვინაობა გაირკვა.

შეიძლება ითქვას, რომ ქართველის გუნდს გაუმართლა, რადგან მათი მეტოქე მეოთხედფინალურ სტადიაზე რანგით მე-4 დივიზიონის გუნდი "სტად ბრიოშინ" იქნება.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ საფრანგეთის თასის მერვედფინალში მესამე დივიზიონის ბინადარი „ლე მანი“ პრობლემების გარეშე (0:2) დაამარცხა.

პსჟ-ს რიგებში კვარაცხელიას ამ დროისთვის სამი მატჩი აქვს ჩატარებული და 1 საგოლე პასით გამოირჩა. ქართველის გუნდი მომდევნო მატჩს კი, ლიგა 1-ში 7 თებერვალს, საკუთარ მოედანზე „მონაკოსთან“ გამართავს.

0.140474