გამთენიისას ავსტრალიაში UFC 312-ის აწონვების ცერემონიალი ჩატარდა,სადაც ქართველმა მებრძოლმა ალექსანდრე თოფურიამ წონა წარმატებით ჩააბარა.
წონა ასევე დააფიქსირა თოფურიას მოწინააღმდეგე კოლბი თიქნესმაც, ორივე მებრძოლმა სასწორზე 135,5 ფუნტი (61.5კგ) დააფიქსირეს.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე თოფურიასა და კოლბი თიქნესის ორთაბრძოლა 9 თებერვალს გაიმართება. ქართველის ორთაბრძოლა საღამოს ივენთს გახსნის და შეხვედრა 05:00-ზე აღებს სტარტს.