კალათბურთი

10:00 | 7.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ორლანდო" სტუმრად "დენვერთან" განადგურდა, გოგა ბითაძემ 17 წუთი ითამაშა

NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრაში გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქი" სტუმრად "დენვერს" დაუპირისპირდა და 112:90 განადგურდა.

შეხვედრაში მასპინძელთა რიგებში საუკეთესოები მაიკლ პორტერი და ნიკოლა იოკიჩი იყვნენ, რომლებმაც ჯამში 58 ქულა ჩააგდეს. სერბმა კალათბურთელმა აღნიშნულ მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა.

გოგა ბითაძემ შეხვედრა ძირითად ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე 17 წუთი დაყო, რა დროშიც ქართველმა 4 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა.

"ორლანდოს" 25 მოგება და 28 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას გოგას გუნდი "სან ანტონიოს" წინააღმდეგ 9 თებერვალს გამართავს, სადაც კიდევ ერთი ქართველი სანდრო მამუკელაშვილი თამაშობს.

0.120799