ვეტერანი ესპანელი მცველი სერხიო რამოსი კარიერას მექსიკაში გააგრძელებს. 38 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი „მონტერეისთან“ გააფორმა, ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
რამოსი გასული წლის ზაფხულიდან მოყოლებული, როცა „სევილია“ დატოვა, უგუნდოდ იყო. რამოსი "მონტერეიში" 93-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, ეს ნომერი მან 2014 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ატლეტიკოსთან" გატანილი გოლის გამო აირჩია, როცა ანგარიში 93-ე წუთზე გაათანაბრა.
სერხიო რამოსს კარიერის გამორჩეული წლები 2005-2021 წლებში მადრიდის „რეალში“ აქვს გატარებული, ორი სეზონის განმავლობაში ის „პარი სენ-ჟერმენშიც“ თამაშობდა, ხოლო კარიერა „სევილიაში“ დაიწყო. ესპანეთის ნაკრებში სერხიო რამოსმა 2005-2021 წლებში 180 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა.