ინგლისის ლიგის თასის საპასუხო ნახევარფინალში „ლივერპულმა“ „ტოტენჰემი“ გაანადგურა და ფინალში გავიდა.
პირველი მატჩი „ტოტენჰემს“ 1:0 ჰქონდა მოგებული, მაგრამ „ენფილდ როუდზე“ არნე სლოტის გუნდმა მეტოქეს ყველაფერში აჯობა. პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში კოდი გაკპომ გახსნა, ხოლო მეორე ნახევარში მასპინძლებმა უპირატესობა გაზარდეს.
მოჰამედ სალაჰმა პენალტით მეორე გოლი გაუტანა სტუმრებს, შემდეგ კი, დომინიკ შობოშლაიმ და ვირჯილ ვან დეიკმაც დალაშქრეს მეტოქის კარი - 4:0.
„ლივერპული“ ინგლისის ლიგის თასის ფინალში „ნიუკასლ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება, რომელიც 16 მარტს გაიმართება.