ფეხბურთი

1:31 | 7.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" "ფიორენტინასთან" განადგურდა და სერია A-ში 17-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა (+VIDEO)

იტალიის სერია A-ში მე-14 ტურის გადადებული მატჩი გაიმართა, რომელშიც „ფიორენტინამ“ მილანის „ინტერი“ გაანადგურა.

„ინტერს“ სერია A-ში სექტემბრის შემდეგ არ წაეგო, კონკრეტულად 17 მატჩი, მაგრამ ფლორენციაში უშანსოდ დამარცხდა. „ფიორენტინამ“ ბრწყინვალედ ითამაშა და მეორე ტაიმში მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა.

ანგარიში მე-60 წუთზე ლუკა რანიერიმ გახსნა, ხოლო მალევე მოიზე კინმა სხვაობა ორამდე გაზარდა. შეხვედრის მიწურულს კინმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამრიგად, „ინტერი“ ვერ დაეწია „ნაპოლის“, რომელსაც ისევ 3 ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა. „ფიორენტინამ“ 42 ქულა დააგროვა და მეოთხე პოზიციაზე გადავიდა.

10 თებერვალს, ეს გუნდები კიდევ ერთხელ შეხვდებიან, ამჯერად უკვე „სან სიროზე“.

„ფიორენტინა“ – „ინტერი“ 3:0 (0:0)

გოლები: 1:0 რანიერი (60), 2:0 კინი (68), 3:0 კინი (89)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131156