ფეხბურთი

23:36 | 6.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ქოჩორაშვილის ტრანსფერზე "სპორტინგის" შეთავაზება ცნობილია

ლისაბონის „სპორტინგის“ ინტერესი გიორგი ქოჩორაშვილის მიმართ, როგორც ჩანს სერიოზულია.

როგორც პორტუგალიური გამოცემა Record-ი იტყობინება, „სპორტინგი“ მზადაა „ლევანტეს“ 5.5 მილიონი ევრო შესთავაზოს, რასაც ბონუსის სახით გარკვეული მიზნების მიღწევის შემთხვევაში 1.5 მილიონი ევროც დაემატება.

„ლევანტე“ მინიმუმ 6 მილიონ ევროს ითხოვს, გარდა ამისა, მომდევნო ტრანსფერიდან პროცენტის მიღებაც სურს.

გიორგი ქოჩორაშვილს „ლევანტესთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მან ლა ლიგა 2-ში ჩატარებულ 20 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.

0.126617