ფეხბურთი

22:28 | 6.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლისანდრო მარტინესისთვის სეზონი დასრულდა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი ლისანდრო მარტინესი მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. ამის შესახებ ინგლისური კლუბის ვებგვერდი იტყობინება.

არგენტინელს ჯვარედინი მყესები აქვს დაზიანებული, სარეაბილიტაციო პერიოდი კი, დიდხანს გასტანს. მარტინესმა ტრავმა ბოლო ტურში, „კრისტალ პალასთან“ მატჩში მიიღო.

მიმდინარე სეზონში ლისანდრო მარტინესმა ყველა ტურნირზე 32 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

0.132603