ფეხბურთი

21:38 | 6.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს შვილთან ერთად თამაში სურს

პორტუგალიის ნაკრებისა და ალ-ნასრის ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ თქვა, რომ სურს შვილთან ერთად ერთ გუნდში ითამაშოს, როგორც ეს ადრე „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ NBA-ს მოთამაშე ლებრონ ჯეიმსმა გააკეთა. შარშან ოქტომბერში, ლებრონმა ოფიციალურად ითამაშ შვილთან ერთად, ბრონისთან ერთად, „მინესოტა ტიმბერვულვზთან“ რეგულარული სეზონის მატჩში. ეს იყო პირველი შემთხვევა NBA-ს ისტორიაში, როდესაც მამა-შვილი ერთ თამაშობდნენ გუნდში.

„დიახ, მე ეს მინდა… მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი, რომ ეს არის იდეა, რომელიც ღამით მაღვიძებს. ვნახოთ. ის უფრო მის ხელშია, ვიდრე ჩემსაში. არ ვთვლი ამას აკვიატებად. ის თავის გზას გაუყვება. მე ვიამაყებ მისით, რაც არ უნდა აირჩიოს. თუ ის თამაშობს, ეს მშვენიერია. თუ არა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვცადეთ მაინც.“- განუცხადა რონალდუმ Canal 11-ს.

ამ დროისთვის უმცროსი კრიშტიანუ 14 წლისაა.

0.120439