„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარისას კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა.
„ჩვენ ძალიან ფრთხილობთ ტრანსფერებთან დაკავშირებით, რადგან წარსულში შეცდომები დავუშვით. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა, ამიტომ გარკვეულ რისკზე მივდივართ. მაგრამ ეს არის ჩვენი გზა. მაქვს მკაფიო წარმოდგენა იმის შესახებ, რისი გაკეთებაც მსურს და ამ რისკებს ვიღებ, რადგან საბოლოო ჯამში ეს მომგებიანი იქნება“, - ციტირებს ამორიმის სიტყვებს Mirror.
შეგახსენებთ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს, ფორვარდი მარკუს რაშფორდი „ასტონ ვილაში“ სეზონის ბოლომდე იჯარით გადავიდა ყიდვის ოფციით. გარდა ამისა, ბრაზილიელი გარემარბი ანტონი იჯარით „ბეტისში“ იანვარში წავიდა.
24 მატჩის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 29 ქულით მე-13 ადგილზეა.