ჭადრაკი

20:13 | 6.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს საჭადრაკო ჩემპიონატებში ძაგნიძე, ხურცილავა და ფანცულაია ლიდერობენ

სასტუმრო „ბილთმორში“ გრძელდება საქართველოს ქალთა 82-ე და ვაჟთა 84-ე ჩემპიონატები.

სამი ტურის შემდეგ ქალთა ტურნირს ქულათა მაქსიმუმით ნანა ძაგნიძე და ინგა ხურცილავა ლიდერობენ.

მომდევნო ტურში ერთმანეთს ლიდერები დაუპირისპირდებიან. თეთრი ფიგურებით ხურცილავა ითამაშებს.

2-2 ქულით III-IV ადგილს მერი არაბიძე და მირანდა მიქაძე ინაწილებენ.

ლევან ფანცულაია ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებს საქართველოს ვაჟთა 84-ე ჩემპიონატზე.

ფანცულაიამ 3 ტურის შემდეგ, 2,5 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით უსწრებს კონკურენტებს.

II-IV ადგილებს ინაწილებენ: ნიკოლოზ პეტრიაშვილი, მერაბ გაგუნაშვილი და მიხეილ მჭედლიშვილი.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

0.135939