ფეხბურთი

19:52 | 6.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ლევერპულმა“ შესაძლოა ფრენკი დე იონგი იყიდოს

„ლივერპული" მომავალ ზაფხულს 27 წლის ნახევარმცველ ფრენკი დე იონგის შეძენის შესაძლებლობას განიხილავს, რომელიც ამჟამად „ბარსელონაში" თამაშობს. ამის შესახებ Caught Offside იუწყება.

წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბი კვლავ დაინტერესდა ნახევარდაცვის გაძლიერებით. ხაზგასმულია, რომ „ბარსელონამ“ შესაძლოა ნიდერლანდელი ფეხბურთელი 35 მილიონ ევროდ გაყიდოს.

დე იონგმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 21 მატჩი ჩაატარა, ორი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

0.120564