ფეხბურთი

19:17 | 6.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

39 წლის ლუკა მოდრიჩს მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება კიდევ ერთი წლით სურს

მადრიდის „რეალის" 39 წლის ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩს „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტის კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივება სურს. ამის შესახებ AS წერს. ხორვატ ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის მოდრიჩის მომავალზე მადრიდის "რეალში" საუბარი ჯერ არ ყოფილა. კლუბი და ფეხბურთელი მზად არიან ახალი კონტრაქტის განხილვა სეზონის ბოლომდე გადადონ. ხაზგასმულია, რომ 39 წლის ნახევარმცველს სურს დარჩეს მადრიდის „რეალის" ფეხბურთელად მინიმუმ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე.

მოდრიჩი „ლოს ბლანკოსში“ 2012 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდში მან ყველა ტურნირზე 569 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 42 ბურთი გაიტანა და 92 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.123543