კლუბსა და ფეხბურთელს შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
"ტორპედოს" ახალწვეულს წლების განმავლობაში როგორც საქართველოში, ისე რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, საუდის არაბეთის ლიგაში აქვს ნათამაშები. ქვეყნის ეროვნული ნაკრების მაისურით კვერკველიამ 62-მატჩი ჩაატარა და მონაწილეობა მიიღო ჩვენთვის ისტორიულ ევროპის ჩემპიონატზე - გვამცნობს „ტორპედოს“ ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი.