ფეხბურთი

17:54 | 6.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს დონარუმასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

ფრანგული პსჟ ოპტიმისტურად არის განწყობილი გუნდისა და იტალიის ნაკრების მეკარესთან, ჯანლუიჯი დონარუმასთან კონტრაქტის გახანგრძლივების შანსებზე. ამის შესახებ გამოცემა RMC Sport წერს.

წყაროს ცნობით, პარიზელთა ხელმძღვანელობა რეგულარულად აკავშირებს ფეხბურთელის წარმომადგენლებს ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, რომელიც 2026 წელს იწურება. კლუბს იტალიელის შენარჩუნება უნდა, თავად დონარუმას კი პარიზში დარჩენა სურს.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი მეკარე პსჟ-ს თავისუფალი აგენტის სტატუსით 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა „მილანიდან“. მიმდინარე სეზონში ჯანლუიჯიმ ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაუშვა.

0.066241