„ბაიერნის" ინგლისელი თავდამსხმელის, ჰარი კეინის გამოსყიდვის პუნქტი, რომელიც მიუნხენურ კლუბს 2023 წლის ზაფხულში შეუერთდა, 65 მილიონ ევროს შეადგენს. კეინის მოქმედი კონტრაქტი „ბაიერნთან“ 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
მიმდინარე სეზონში 31 წლის ფეხბურთელმა „ბაიერნის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 26 მატჩი ჩაატარა, ამდენივე 26 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ მიუნხენურ კლუბში სადებიუტო სეზონში ინგლისელს არც ერთი ტიტული არ მოუგია.