ფეხბურთი

15:50 | 6.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნიკო პაცი: "ახლა მომავალზე არ ვფიქრობ, მაგრამ ჩემი ოცნება "რეალში" დაბრუნებაა"

„კომოს“ და არგენტინის ნაკრების ფეხბურთელი ნიკო პაცი მომავალში მადრიდის „რეალში“ დაბრუნებაზე ოცნებობს.

როგორც 20 წლის ნიჭიერმა შემტევმა თქვა, ჯერ „კომოზეა“ ორიენტირებული, მაგრამ მისი ოცნება „რეალში“ დაბრუნებაა:

„ახლა ჩემს მომავალზე არ ვფიქრობ და არ ვგეგმავ, ორიენტირებული „კომოზე“ ვარ, მაგრამ ვინ იცის, ჩემი ოცნება ერთ დღეს „რეალში“ დაბრუნება და თამაშია“, - აღნიშნა არგენტინელმა შემტევმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკო პაცი „რეალის“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში გასულ სეზონში 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ის ზაფხულში „კომოს“ შეუერთდა, რომლის მაისურით სერია A-ში 21 მატჩში 5 გოლით და 3 საგოლე პასით გამოირჩა.

0.115546